October 2024
ფოთის საზღვაო ტერმინალის პატრონაჟით 2024 წლის 17 ოქტომბერს გაფორმების ეკონომიკური ზონა ში (გეზ) ჩატარდა საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შეხვედრა თემაზე NAWI-ის (არაავტომატური აწონის საშუალებები) 2014/31/EU დირექტივის შესახებ. შეხვედრაზე მოწვეული იყო საზღვაო სააგენტო „სოფმარ“-ი,რომლის ძირითადი საქმიანობაა საერთაშორისო ტვირთების ექსპედირება და ლოგისტიკა (Forwarding&Logistics Poti) საქართველოდან (ფოთის და ბათუმის პორტიდან) ჩვენი წარმომადგენელი იყო საზღვაო სააგენტო „სოფმარ“-ის მთავარი ექსპედიტორი ლევან ღვამიჩავა. საქართველოში საზღვაო სააგენტო „სოფმარ“-ი წარმატებით თანამშრომლობს ფოთის და ბათუმის ნავსადგურებთან (Forwarding&Logistics Batumi), შესაბამისად ასეთი თემატური ღონისძიებები ყოველმხრივ სასარგებლო და მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები და განიხილეს შემდეგი საკითხები:
ზემოთ აღნიშნული თემა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ევროსტანდარტების შესაბამისობაში მოექცეს საერთაშორისო გადაზიდვის პროცესი და ლოგისტიკა (Forwarding&Logistics from Azerbaijan, Armenia and Georgia ), რომელსაც ჩვენი კომპანია ახორციელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით: ფოთი, ბათუმი, თბილისი (საქართველო), ბაქო (აზერბაიჯანი), ერევანი (სომხეთი) და შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით.