სოფმარ-ი ჩემი ბიზნესიცაა და ცხოვრებაც
Back

სოფმარ-ი ჩემი ბიზნესიცაა და ცხოვრებაც

სოფმარ-ი ჩემი ბიზნესიცაა და ცხოვრებაც

1. როგორია თქვენი ყოველდღიური საქმიანობის ჩვევები, როგორია
თქვენი ტიპიური დღე?
ვდგები დილის 6 სთ-ზე, ზოგჯერ არც არის გათენებული, ვიცმევ
სპორტულად, ვჯირითობ ცხენით ერთი საათი, ვსაუზმობ და შემდეგ
ვვარჯიშობ, ამის შემდეგ მოვდივარ სამსახურში… ხო,ეს ყველაფერი
ჩემი სურვილია (რესპონდენტი იცინის), სინამდვილეში ვდგები 9-ის
ნახევარზე, მიყვარს ძილი… მოვდივარ სამსახურში, თანამშრომლები
მხვდებიან ღიმილით, მთელი დღე ვმუშაობ, სადილზე სახლში
მივდივარ, მაქვს ჩემთვის შემუშავებული კვებისა და დასვენების რეჟიმი,
ვცდილობ ჯანმრთელი ცხოვრების წესით ვიცხოვრო.

2. როგორ გაგიჩნდათ თქვენი ბიზნეს იდეა?
სკოლის დამთავრების შემდეგ 1975 წელს დავიწყე მუშაობა ფოთის
ნავსადგურში, ორგანიზაცია ტრანსფლოტში, რომელიც ემსახურებოდა
საბჭოთა კავშირის და უცხოეთის გემებს. ვიყავი მუშა, მე ყველაფერი
მომწონდა, ყველაფერი მაინტერესებდა, მიყვარდა შრომა,
დაახლოებით თვენახევარში ავითვისე მთელი ორგანიზაციის სამუშაო
და ვაკეთებდი ყველაფერს. დამრჩა ეს უნარ-ჩვევები და დაგროვილი
ცოდნა. 1985 წელს ვმუშაობდი ფოთის საოკეანო თევჭერის
სამმართველოში. 1989 წელს ისევ ფოთის ნავსადგურში დავბრუნდი,
ვმუშაობდი კომეტაზე, კაპიტნის თანაშემწე ვიყავი, ძალიან
დამღლელი იყო… როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, მუშაობაც შეწყდა,
ვფიქრობდი რა გამეკეთებინა და დამებადა აზრი გამეგრძელებინა ეს
საქმე, ოღონდ არა ზღვიდან, არამედ ნაპირიდან. ჩემმა ბიძაშვილი
ნანი ალანია დამეხმარა კომპანიის სახელის შერჩევაში.
33 წელია სოფმარი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების
სფეროშია (Sofmar Forwarding&Logistics).სათავო ოფისი ფოთშია
(Sofmar Forwarding&Logistics Poti),წარმომადგენლობები
ბათუმში(Sofmar Forwarding&Logistics Batumi) და ერევანში (Sofmar
Forwarding&Logistics Yerevan)
რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს საქმიანობაში?
ჩემს საქმიანობაში მომწონს ხალხთან ურთიერთობა, ასევე ეს
საქმიანობა არის საკმაოდ შემოსავლიანი.

3. რა იყო თქვენი წარუმატებლობა და რა გასწავლათ მან?
როცა არის წარმატება, არის წარუმატებლობაც… ყველა პრობლემა
არის ჩვენი მასწავლებელი და მაგალითი, როგორ უნდა გააკეთო ან
როგორ არ უნდა გააკეთო.

4. რამ გაქციათ წარმატებულ ადამიანად?
დედაჩემმა მაქცია წარმატებულ ადამიანად, ოჯახმა მასწავლა შრომა.

5. როგორ გეგმავთ თქვენი ბიზნესის მომავალს?
მივყვებით დინებას, ჩვენზე არ არის მხოლოდ დამოკიდებული,
დამოკიდებულია ქვეყანაზე, რეგიონზე, ძნელია დაგეგმარება,
მხოლოდ შეგვიძლია დავგეგმოთ მოკლე პერიოდი, რაღაც შევიძინოთ,
ავაშენოთ, გავაფართოვოთ ჩვენი ბიზნესი, მეტი სერვისი,
მომსახურება შევთავაზოთ კლიენტს.

6. რას აქცევთ ყურადღებას გუნდის შექმნისა და ფორმირების
დროს?
წონას, სიმაღლეს(რესპონდენტი იცინის)-ეს ცხადია ხუმრობით.
ყურადღებას ვაქცევ განათლებას, გამოცდილებას… როგორც ბევრ
თქვენგანს,მეც ზოგადად ადამიანი მომწონს ან არ მომწონს, რატომღაც
ასე ვარ.

7. რა რჩევას მისცემდით ადამიანს, რომელიც იწყებს ბიზნესს?
კარგად დაფიქრდეს და რელურად შეაფასოს მისი შესაძლებლობები.
ბიზნესი ისეთი რაღაცააა, ადამიანს ან შეუძლია ან არა.

8. როგორ უმკლავდებით რაიმე საქმეში ორჭოფობასა და ეჭვებს, რა
გაძლევთ მოტივაციას? რა შთაგაგონებთ?
ყველაზე კარგი გამოსავალი არის დრო, დრო გვაჩვენებს რა უნდა
გავაკეთოთ.

9. ვის მიმართავთ რჩევისთვის?
საკუთარ თავს.

10.რა იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა?
მე რაც ვარ დღეს ის არის ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა.

11.რა მიზნებზე მუშაობთ ამ ეტაპზე?
ბევრი მიზანი მაქვს: შევინარჩუნოთ ოფისი, კოლექტივი, რომ
გავაგრძელოთ მუშაობა, ვუზრუნველყო ეს სტაბილურობა.