SOFMAR FORWARDING & LOGISTIC
Back

საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფების პოლიტიკა (CONTAINER SERVICE Sea Freight FORWARDING&LOGISTICS)

საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფების პოლიტიკა (CONTAINER SERVICE Sea Freight FORWARDING&LOGISTICS)

2024 წლის 02 ივლისიდან დღემდე პრესაში იწერებოდა:„ წლის ბოლომდე ჩინეთიდან კონტეინერის გადმოზიდვის ღირებულება შესაძლოა, $10-11 ათასამდე გაიზარდოს“,“საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასები მზარდია “ ,“ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასი იკლებს, აშშ-ს მიმართულებაზე ზრდას ელიან.“
ამ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი კომპანიის დირექტორთან ბატონ ვახტანგ ალანიასთან და საზღვაო-სახმელეთო საკონტეინერო გადაზიდვების მენეჯერთან ელენე ლომიასთან.
1.ბოლო რამდენიმე თვეში პრესაში გაჟღერებული პროგნოზებიდან რომელი გამართლდა და რა ტენდენციებს ველოდებით 2024 წლის ბოლოსკენ?
არ გამართლდა, იმიტომ რომ ფასი ჩინეთიდან 40 ფუტიანი კონტეინერით ტვირთის გადმოზიდვაზე ჩვენი რეგიონის მიმართულებით მკვეთრად დაეცა,დაახლოებით $ 7 000-დან $3 000-მდე. ახლა ცოტა მოიმატა, მაგრამ არ იყო ზრდის ტენდენცია ჩინეთიდან შავ ზღვაში.რაც შეეხება ევროპას და აშშ-ს – ფასები შენარჩუნდა,ცვლილება არ მომხდარა.
2.როგორ მოქმედებს მსოფლიო პოლიტიკა სატვირთო გადაზიდვების ბიზნესზე?
გადაზიდვების ბიზნესი არის ჩვეულებრივი ბიზნესი, ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული ბიზნესი, ბუნებრივია მასზე მოქმედებს ომი,არასტაბილური პოლიტიკური ვითარება,არჩევნები,ტერორისტული აქტები.ბიზნესი მყისიერად რეაგირებს ასეთ მოვლენებზე კარგად ან ცუდად, ან არის წარმატება,ზრდა,ან წარუმატებლობა და დაცემა. თუ არის სტაბილური ვითარება,იქ ბიზნესი ვითარდება და მიდის წინ. დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, მე-3 წელია უკვე ომია,ბუნებრივია შეიცვალა რეგიონში სატრანსპორტო ვითარება, რუსეთი არის დასანქცირებული, რუსეთის რკინიგზა დასანქცირებულია, გზა ევროპიდან დაკეტილია, ერთადერთი გზა დარჩა, საქართველო, ბუნებრივია გადაზიდვის ფასი გაიზარდა. გადასასვლელი პუნქტები, გზა ძალიან გადატვირთულია, ტრანსპორტი რამოდენიმე დღით აყოვნებს დანიშნულების ადგილზე ჩასვლას,შესაბამისად ეს ყველაფერი ზრდის ფასებს.
3.რამდენად კონკურენტუნარიანი ტარიფები გვაქვს დღეს?
დიახ,კონკურენტუნარიანი ფასები გვაქვს.კონკურენტუნარიანი ფასი არ ნიშნავს დაბალ ფასს. მე ვთვლი რომ მხოლოდ ფასებზე არ არის დამოკიდებული ბიზნესი, ფასი არ არის გადამწყვეტი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ნაწილია ბიზნესის, მაგრამ გადამწყვეტი არა. გადაზიდვის დროს მნიშვნელოვანია მუშაობის ხარისხი, გარანტია,

გამოცდილება, პროფესიონალიზმი, დაზღვევა.ეს ყველაფერი თუ კომპანიას აქვს, ის კომპანია მუშაობს და მისი ფასები იქნება რა თქმა უნდა კონკურენტუნარიანი.