CMR, სარკინიგზო ზედნადები და BILL OF LADING
Back

ინტერვიუ შპს „სოფმარ“-ის დირექტორთან ბატონ ვახტანგ ალანიასთან

ინტერვიუ შპს „სოფმარ“-ის დირექტორთან ბატონ ვახტანგ ალანიასთან

2024 წელი საკმაოდ საინტერესო წელი იყო, თავისი სირთულეებით, მიღწევებით, მოლოდინებით. თქვენ როგორ შეაფასებდით?

-ზოგადად 2024 წელი იყო კარგი წელი, დაწყება ცოტა რთული იყო, მაგრამ ჩვენმა ცოდნამ და გამოცდილებამ თავისი გააკეთა და საბოლოო ჯამში 2024 წელი დასრულდა წარმატებით. ავიღეთ დიდი,საინტერესო პროექტი,რომლის პროფესიონალურად და წარმატებით შესრულებამ დაარწმუნა ჩვენი დამკვეთები,რომ „სოფმარ“ საიმედო გუნდია და ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ველოდებით, რომ 2025 წელიც იქნება კარგი და წარმატებული, უფრო უკეთესი ვიდრე წინა,უნდა ვიაროთ წინ და წინ.

მიმართულებები რომელიც ჩვენ გვაქვს: საავტომობილო (Sofmar Forwarding&Logistics Poti,Forwarding &Logistics Batumi, Forwarding &Logistics Yerevan, Forwarding&Logistics Baku) სარკინიგზო,საკონტეინერო (Sofmar Forwarding&Logistics), არაგაბარიტული ტვირთი, გემების აგენტირება,.ყველაზე უფრო წარმატებული ამ ჩამოთვლილთაგან რომელი იყო? ახლა რომელს უფრო დაეყრდნობოდა სოფმარი მის განვითარებაში?

– ასე გამოკვეთილად ვერ ვიტყვი, რომელი იყო უკეთესი. ჩვენ ვართ უფრო მეტად ექსპედიტორები,შესაბამისად უფრო მეტ ყურადღებას ვანიჭებთ მთლიანი ჯაჭვის შეკვრას,რომ ტვირთი მივაწოდოთ ეფექტურად კარიდან კარამდე. ეს რთული,მაგრამ საინტერესო სამუშაოა, ფინანსურადაც უფრო საინტერესო სამუშაოა. ჩვენ გარდა მულტიმოდალური გადაზიდვების სრული ჯაჭვისა, კონკრეტულ რაღაც მონაკვეთზე, კონკრეტულ სატრანსპორტო ოპერაციასაც ვასრულებთ, მაგრამ აქ წარმატება და დიდი მიღწევები ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენი სამუშო არის საექსპედიტორო სამუშაო.ჩვენ ვართ ორგანიზატორები გადაზიდვის და ამავდროულად ვართ გადამზიდველებიც ჩვენი სატრანსპორტო საშუალებებით.ჩვენი საქმიანობის 90 % ვუთმობთ ექსპედიტორობას და მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიმართულებით იყო წარმატებული წელი, კარგად სრულდება 2024 და ველოდებით რომ 2025 იქნება ამაზე უკეთესი.

ევროპის შუაგულში ომმა გარდა იმისა,რომ უზარმაზარი ტრაგედიაა,რომლის გააზრებას დრო დასჭირდება,სერიოზულად შეცვალა ბიზნესის სახე,შეცვლილია გადაზიდვის სქემები. ეს ყველაფერი როგორ აისახა ჩვენს კომპანიაზე?

-რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი და რთული თემაა, დღესაც არის უამრავი გამოწვევა, ამ სფეროში დღესაც არ არის დასრულებული სქემების ჩამოყალიბება, დღესაც ვერ ვახერხებთ ჩვენ იმ სატრანსპორტო რგოლების შენარჩუნებას. უკრაინა არის ძალიან დიდი ქვეყანა , ძლიერი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ რომ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე პოლიტიკურმა და ომის მოვლენებმა, რომელიც განვითარდა უკრაინის ტერიტორიაზე, შეიცვალა მთლიანად შუა აზიის დერეფნის მიმართულება. თუ ომამდე რუსეთი იყო ამ შუა აზიის დერეფნის ძირითადი ნაწილი, ომის დაწყების შემდეგ,საერთაშორისო სანქციების და შეზღუდვების დაწესების მერე ძალიან

შეიცვალა ტვირთების სატრანსპორტო მიმართულებები. პრაქტიკულად დღეს რუსეთს და შუა აზიას დარჩა ერთადერთი დერეფანი, ეს არის კავკასიის , საქართველოს გავლით დერეფანი შავ ზღვაზე. მსოფლიოს ეკონომიკასთან ურთიერთობა ხდება ფოთის და ბათუმის პორტების მეშვეობით.ამას მოჰყვა ბევრი დადებითი და უარყოფითი რამ. უარყოფითი იყოს ის,რომ საქართველო და ჩვენი პორტები მაინცდამაინც ამ დიდი სამუშაოსთვის მზად არ ვიყავით. ეს გამოწვევები დღესაც არის.პრობლემებია ფასებთან დაკავშირებით, თუ შუა აზიის ქვეყნებს უწევდა ერთი ქვეყნის(რუსეთის) გამოყენებით გასვლა ევროპაში, ამ რგოლს დაემატა კასპიის ზღვა, აზერბაიჯანი, საქართველოს ტერიტორია, ფოთის პორტი. ანაკლიის პორტი რომ ყოფილიყო გაცილებით მეტ ტვირთს დავამუშავებდით ფოთის და ბათუმის პორტებთან ერთად. თუ როგორ გადავლახეთ ყველა გამოწვევა როგორ შევძელით საკითხების მოგვარება, კლიენტებისთვის ტვირთების დამუშავება და გადაზიდვა,თუ როგორ ვახერხებთ საკმაოდ დიდი მოცულობის ტვირთების მოზიდვას – ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს წელი დასრულდა კარგად. მომავალი წლისთვისაც მუშაობის იგივე მოცულობა შენარჩუნდება და ვიმუშავებთ უფრო მეტად. იმედია წავალთ წინ.

ჩინეთის სარკინიგზო ხაზი?

-ჩინეთის სარკინიგზო ხაზი დაიტვირთა წითელი ზონის გამო,რომელიც შეიქმნა წითელ ზღვაში გემებზე ჰუსიტების თავდასხმების გამო. რის გამოც შეიცვალა,გაგრძელდა და გართულდა მარშრუტი-აფრიკის გავლით შედიან გემები ჩინეთის და ინდოეთის მიმართულებით. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) ჩინეთიდან გაგზავნილი საკონტეინერო მატარებელი ალტერნატიული და აქტუალური გახდა, მაგრამ თუ საკითხი მოგვარდება, ის მართალია დარჩება როგორც ალტერნატიური გზა, მაგრამ თავის ფინანსურ მიმზიდველობას დაკარგავს. რკინიგზა არის გაცილებით უფრო ძვირი, ვიდრე საზღვაო გადაზიდვა.

რას უსურვებთ სოფმარს?

-სოფმარს ვუსურვებ კარგ მუშაობას, თანამშრომლებს ვუსურვებ ჯანმრთლობას, ბედნიერებას ოჯახში, პირად ცხოვრებაში და წარმატებებს ვუსურვებ ყველას!