სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სხდომა
Back

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შეხვედრა NAWI დირექტივის თემაზე

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შეხვედრა NAWI დირექტივის თემაზე

ფოთის საზღვაო ტერმინალის პატრონაჟით 2024 წლის 17 ოქტომბერს გაფორმების ეკონომიკური ზონა ში (გეზ) ჩატარდა საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შეხვედრა თემაზე NAWI-ის (არაავტომატური აწონის საშუალებები) 2014/31/EU დირექტივის შესახებ. შეხვედრაზე მოწვეული იყო საზღვაო სააგენტო „სოფმარ“-ი,რომლის ძირითადი საქმიანობაა საერთაშორისო ტვირთების ექსპედირება და ლოგისტიკა (Forwarding&Logistics Poti) საქართველოდან (ფოთის და ბათუმის პორტიდან) ჩვენი წარმომადგენელი იყო საზღვაო სააგენტო „სოფმარ“-ის მთავარი ექსპედიტორი ლევან ღვამიჩავა. საქართველოში საზღვაო სააგენტო „სოფმარ“-ი წარმატებით თანამშრომლობს ფოთის და ბათუმის ნავსადგურებთან (Forwarding&Logistics Batumi), შესაბამისად ასეთი თემატური ღონისძიებები ყოველმხრივ სასარგებლო და მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები და განიხილეს შემდეგი საკითხები:

 

  • 2014/31/EU ევროდირექტივის მოთხოვნების შესაბამისად გაზომვის საშუალებების სახელმწიფოს კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხი
  •  არაავტომატური აწონის საშუალებების შესაბამისობის შეფასების პროცედურების, NAWI – ის კლასიფიკაციების, 2014/31/EU დირექტივის მოქმედების ძირითადი კომპონენტებისა და მოდულების განსაზღვრის საკითხები
  • სავალდებულო (ტექნიკური) მოთხოვნების შესრულება ნებაყოფლობითი სტანდარტებით: გაზომვისა და არაავტომატური აწონის საშუალებების დირექტივების მაგალითზე.

ზემოთ აღნიშნული თემა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ევროსტანდარტების შესაბამისობაში მოექცეს საერთაშორისო გადაზიდვის პროცესი და ლოგისტიკა (Forwarding&Logistics from Azerbaijan, Armenia and Georgia ), რომელსაც ჩვენი კომპანია ახორციელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით: ფოთი, ბათუმი, თბილისი (საქართველო), ბაქო (აზერბაიჯანი), ერევანი (სომხეთი) და შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით.